воскресенье, 2 февраля 2020 г.

მოხევური ხინკალი მოსწონთ ფურშეტების სტუმრებს


მოხევური ხინკალი მოსწონთ ფურშეტების სტუმრებს

ხინკალი თანდათან მკვიდრდება ფურშეტებზეც. პოპულარული გახდა
ფურშეტის უნიკალური საავტორო ფორმატი
- ხინკლის ფურშეტი . ამიტომ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ ხინკლის ტრადიციულ და ნაკლებად ცნობილ რეცეპტებს.
რეცეპტები მომზადებულია
https://fmgroup.ge/  მზარეულების კონსულტაციით
 ინგრედიენტები ხინკალი სთვის
  გრამი პურის ფქვილი 700
 წყალი 1  ლიტრი
 ძროხის ხორცი 300  გრამი
ღორის ხორცი 200  გრამი
ხახვი 200   გრამი
შავი წიწაკა 1   /
მარილი გემოვნებით
ხინკლის მომზადების საფეხურები
ცომის მომზადება

ჩვეულებრივი წყლით მაგარი ცომი მოვზილოთ გავაბრტყელოთ საგორავებლის დახმარებით. თანაბარ ნაწილებად გამოვჭრათ მრგვალი ფორმები და ხელახლა გავაბრტყელოთ.
გულსართის მომზადება
300 გრამი ძროხის და 200 გრამი ღორის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში .  200 გრამი ხახვი გავატაროთ ხორცთან ერთად და მიღებულ მასას მარილი დავუმატოთ, ასევე 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა.
ხინკლის მომზადება
1 ჩაის კოვზი ხორცის მასა დავდოთ თითოეულ გაბრტყელებულ ცომზე  და შევუკრათ თავი შუა ადგილას. ცომი ისე უნდა შევკრათ, რომ არ დაიშალოს. კლასიკურ ხინკალს 33 ნაკეცი უკეთდება.
ხინკლის მოხარშვა
ადუღებულ მარილიან წყალში ჩავყაროთ გამზადებული ხინკლები ხინკლის ზევით ამოტივტივება და გაბერვა იმის მანიშნებელია, რომ ის უკვე მოხარშულია.


Комментариев нет:

Отправить комментарий